ოთო კიტეიშვილმა “შტურმთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. 2+1 ასეთია კონტრაქტის პირობები, რომელზეც ქართველი და ავსტრიის ჩემპიონი შეთანხმდნენ.
აქვე საინტერესო დეტალი, კონტრაქტში არსებული გამოსასყიდი თანხა ძალიან დაბალია და დაინტერესების შემთხვევაში კლუბი ოთოს ხელს არ შეუშლის.
შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილი გრაცის “შტურმთან” ერთად ავსტრიის ჩემპიონი გახდა და თასიც მოიგო, თავად კი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
GIPHY App Key not set. Please check settings