ფრანგული გამოცემა “peuple-vert”-ი საინტერესო სტატიას აქვეყნებს და ზურიკო დავითაშვილს “სენტ-ეტიენში” გადასვლის ერთერთ მთავარ კანდიდატად განიხილავს.
“მართალია “ბორდოს” განვლილი სეზონი არასტაბილური გამოვიდა, მაგრამ ზურიკო დავითაშვილი ნამდვილად იყო გუნდის ნათელი წერტილი. ქართველი ფეხბურთელი უკვე მზად არის განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს და ლიგა 1-ში დაწინაურებული “სენტ-ეტიენი” ამისთვის იდეალური ვარიანტია”-ნათქვამია გამოცემაში.
ზურიკო დავითაშვილმა გასულ სეზონში “ბორდოს” მაისურით 39 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და გააკეთა 9 შედეგიანი გადაცემა.
“სენტ-ეტიენი” საფრანგეთის ერთერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, რომელიც ფრანგული ფეხბურთის ელიტას წელს დაუბრუნდა, მათ გადამწყვეტ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის “მეცი” დაამარცხეს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings