in

უმცროსი ბორჯღალოსნები ტესტ მატჩებს იწყებენ

7 ივნისს საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები, 6 ერის მოქმედ გამარჯვებულს, ინგლისის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

სამწვრთელო შტაბმა შემადგენლობა უკვე დაასახელა, სიაში 34 მორაგბეა, აქედან 9 ლეგიონერი, დანარჩენები კი ქართულ კლუბებს წარმოადგენენ.

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 14. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. ლუკა კეშელავა (არმია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. სანდრო დარძულიძე (ლელო), 10. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);
შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. მურთაზ ცხადაძე (არესი), 6. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.);
მარქაფა: 16. შოთა მაღლაკელიძე (მათე), 17. დათო მოლაშხია (ლელო), 18. მათე ღურწკაია (ყოჩები), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. ზურა ფირცხალაიშვილი (ბათუმი), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), ირაკლი ხიდეშელი (ვეფხვები), ლუკა საღინაძე (ლიონი), ონისე იოსელიანი (ორიაკი), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), გელა ხელაძე (ლელო), დავით ბარბაქაძე (არმია), ლუკა კობაური (ლეუკატე), გიორგი ბოლქვაძე (ლელო), ოთარ მეტრეველი (აია), მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო)

საქართველოსთვის ინგლისის ნაკრები უცხო მეტოქე არ არის. გასულ წელს ბორჯღალოსნები ინგლისს ორჯერ დაუპირისპირდნენ. პირველი შეხვედრა 41-35 დათმეს ბოლო წუთზე მიღებული ლელოთი, მეორე შეხვედრაში კი რევანში აიღეს და მეტოქე 40-38 დაამარცხეს.

ქართველი მორაგბეები ზაფხულში დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან და პირველი საკონტროლო შეხვედრა მაისის დასაწყისში საფრანგეთთან ჩაატარეს: სახელოვან მეტოქეს 3 ლელო გაუტანეს, თუმცა, თავად ერთით მეტი მიიღეს და 17:26 წააგეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გერმანელების მეოთხედს ევრო-2024 არ აინტერესებს, 43%-ს ძალიან

საქართველოში ჯუნიორ NBA იწყება