ცნობილი გამოცემა Transfermarkt გიორგი მამარდაშვილის პოტენციური ტრანსფერის შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს.
სააგენტოს ინფორმაციით მისი ტრანსფერის ყველაზე დიდი შანსი მადრიდის “ატლეტიკოს” აქვს 80%. მეორე ადგილზეა “ნიუკასლი” 57%-ით. 10%-ით ფასდება ლონდონის “ჩელსის” შანსები.
უცხოურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ მიმდინარე სეზონი ქართველი მეკარისთვის “ვალენსიაში” უკანასკნელი იყო და იგი კარიერის უფრო მაღალ დონეზე გასაგრძელებლად მზად არის.
გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში 2021 წლიდან ასპარეზობს და “ღამურების” შემადგენლობაში მან 100 მატჩი ჩაატარა და 31 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.
GIPHY App Key not set. Please check settings