“ნიუკასლმა” “ვალენსიას” მამარდაშვილის სანაცვლოდ 41-მილიონიანი წინადადება გაუკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას Cope-ს ჟურნალისტი პედრო მორატა ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა “ღამურები” “კაჭკაჭების” ამ შეთავაზებას. მორატას ცნობით, ახლა ბურთი “ვალენსიას” მფლობელის, პიტერ ლიმის მოედანზეა.
შეგახსენებთ, აქამდე ესპანური გამოცემები წერდნენ, რომ “ვალენსია” მამარდაშვილის გასხვისებას მინიმუმ 35 მილიონ ევროდ გეგმავდა.
Evening Standart-ის ინფორმაციით, “მამარდას” დამატებით არა მხოლოდ “კაჭკაჭები”, არამედ ლონდონის “ჩელსიც” ინტერესდება და ვალენსიური გუნდის კარის დარაჯის შესაძენად ყველაფერს გააკეთებენ.
შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს “ჩელსიმ” “ბრაიტონიდან” რობერტ სანჩესი დაიმატა, თუმცა ესპანელმა იმედები ვერ გაამართლა. “ღამურები” მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings