in ,

ფეხბურთელებმა საუკეთესო ფეხბურთელები და ცუდი მწვრთნელები დაასახელეს

ფლორიან ვირტცი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა მოთამაშეების ვერსიით.
გერმანიის ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებმა გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც Kicker-მა ჩაატარა და სულ 227 ფეხბურთელს შეეხმიანა.

რეიტინი ასეთი გამოვიდა:

  1. ფლორიან ვირტცი („ბაიერი“) – 51,1%;
  2. გრანიტ ჯაკა („ბაიერი“) – 7,5%;
  3. ალექს გრიმალდო („ბაიერი“) – 6,2%;
  4. სერუ გირასი („შტუტგარტი“) – 5,4%;
    5-6. ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“) და დენიზ უნდავი („შტუტგარტი“) – 4,4%;
  5. ჰარი კეინი („ბაიერნი“) – 3,5%;
  6. ხავი სიმონსი („ლაიპციგი“) – 1,8%.

ფეხბურთელებმა ასევ უპასუხეს კითხვას ყველაზე იმედგაცრუებულ მწვრთნელთან დაკავშირებით. ამ არც თუ სასიამოვნო რეიტინგში მოხვდა ტომას ტუხელიც.

  1. ნენად ბელიცა („უნიონი“) – 18,1%;
  2. ნიკო კოვაჩი („ვოლფსბურგი“) – 16.7%;
  3. ტომას ტუხელი („ბაიერნი“) – 16.3%;
  4. შტეფან ბაუმგარტი („კიოლნი“) – 12.8%;
  5. ურს ფიშერი („უნიონი“) – 11%.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პსჟ-ს პრიორიტეტი ხვიჩაა და ბევრად დიდ ხელფასს სთავაზობს: კვარას პარიზული ამბები

რატომ უნდა წავიდე მსოფლიოს საუკეთესო გუნდიდან: როდრიგომ სიტიში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა