ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე, სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ამ წუთას ჩვენი ნაკრები 6 ქულით პირველ პოზიციაზეა და უახლოესი მდევარი 4 ქულით, სწორედ ჩრდ მაკედონიაა.
მატჩამდე არაერთმა ფეხბურთელმა გააკეთა კომენტარი მედიასთან. გამონაკლისი არც მილან რისტოვსკი აღმოჩნდა, რომელმაც ინტერვიუ „ტოპსპორტს“ მისცა.
„გაცილებით მეტი შეგვიძლია და საქართველოსთან მატჩი იდეალური დროა ამის სადემონსტრაციოდ. იოლი მატჩი არ გველოდება, პირიქით, ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ თუკი მოედანზე მილევსკის იდეათა იმპლემენტირებას მოვახერხებთ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება“.
24 წლის ფეხბურთელი სლოვაკურ ტრნავას „სპარტაკში“ ბურთაობს. მისი ძმა სტეფანი ზაგრების „დინამოს“ წევრი და ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.
“შალკესა” და ჩრდილო მაკედონიის შემტევმა დარკო ჩურლინოვმა, მაკედონიურ გამოცემა „ტელმასთან“ გააკეთა კომენტარი:
„ვიცით, რომ საქართველო ძლიერი მოწინააღმდეგეა, მაგრამ ჩვენი ძალების გვჯერა. თუკი მწვრთნელის მითითებებს ზუსტად შევასრულებთ, შედეგის გართულების გარეშე დავდებთ“.
GIPHY App Key not set. Please check settings