in

მამარდაშვილი მსოფლიო მეკარეების ათეულშია

ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს უძვირეს მეკარეებს შორისაა.

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე ჩამოწერა. ჩვენიანი მე-10 ადგილს იყოფს „მილანის“ ფრანგ მეკარე მაიკ მენიანთან ერთად. საქართველოს ნაკრების მეკარის ფასი 37 მილიონ ევრომდეა გაზრდილი.

დიდი ალბათობით მამარდაშვილი „ვალენსიაში“ აღარ დარჩება და გუნდს გამოიცვლის. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ საქართველოს ნაკრებში გამოგზავრებამდე ის თანაკლუბელებს დაემშვიდობა.

მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე:

გრეგორ კობელი (დორტმუნდი) – 66 მლნ
ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა) – 66 მლნ
დიოგო კოშტა (პორტო) – 56 მლნ
ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) – 53 მლნ
ანდრე ონანა (მანჩესტერი) – 51 მლნ
ბარტ ვერბრიუგენი (ბრაიტონი) – 47 მლნ
ედერსონი (სიტი) – 43 მლნ
ანდრეი ლუნინი (რეალი) – 39 მლნ
მაიკ მენიანი (მილანი) – 37 მლნ
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) – 37 მლნ

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანელები ევროპაში თასებს არავის უთმობენ – ტიტულები, თასები, რეკორდები… ყველაფერი რეალს და ესპანეთს

მიქაუტაძემ მეცი ვერ დატოვა და ალბათ დატოვებს