ესპანური კლუბები 23 წელიწადია სხვა ქვეყნის გუნდებთან ფინალს არ აგებენ.
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალმა“ დორტმუნდის „ბორუსია“ 2:0 დაამარცხა და თასი მეთხუთმეტედ მოიგო.
La Decimoquinta – ევროპაში მეფე იგივეა: ჩემპიონთა თასი ისევ მადრიდში წავიდა
2000/01 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის „ბაიერნმა“ პენალტებით აჯობა „ვალენსიას“, ხოლო „ლივერპულმა“ უეფას თასის ფინალში „ალავესს“ მოუგო. მას შემდეგ („რეალი“-ბაიერის“ ფინალიდან დაწყებული) ესპანურმა კლუბებმა ყველა გადამწყვეტი თამაში მოიგეს ევროთასებზე – სულ 19.
ესპანურმა გუნდებმა ჩემპიონთა ლიგა 20-ედ მოიგეს.
უკვე 15 ტროფეი „რეალზე“ მოდის. კიდევ 5 თასი „ბარსელონას“ ანგარიშზეა.
ესპანეთი ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებებით ლიდერია. მას მოყვება ინგლისი – 15, იტალია – 12 და გერმანული კლუბების წარმატების რაოდენობა 8 თასია.
კიდევ ცოტაოდენი საინტერესო:
„რეალმა“ სეზონი ორი წაგებით დაასრულა. ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ იყო – 1932 წელს.
ტიბო კურტუას ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში გოლი არ გაუშვია. „ბორუსიასთან“ და „ლივერპულთან“ 12 სეივი მოუგროვდა.
ვინისიუსი, ბელინგემი და ზაბიტცერი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ასისტენტები გახდნენ – 5 საგოლე პასი.
კილიან მბაპე და ჰარი კეინი არიან ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები. მათ 12 მატჩში 8 გოლი აქვთ.
მოდრიჩმა და ნაჩომ „რეალთან“ 26 ტროფეი მოიგეს და ბენზემას და მარსელოს რეკორდი დაამხეს.
კროოსმა 34 ჯილდო მოიგო „რეალსა“ და „ბაიერნში“. ტონიმ საკლუბო დონეზე კარიერის ბოლო მატჩში ჩემპიონთა თასი აიღო.
კროოსმა, მოდრიჩმა, კარვახალმა და ნაჩომ ჩემპიონთა ლიგა მეექვსედ მოიგეს და ხენტოს რეკორდი გაიმეორეს. მათ გაასწრეს რონალდოს, მალდინის, დი სტეფანოს, ბენზემას და ბეილს.
კარლო ანჩელოტიმ მწვრთნელის რანგში 29-ე ტიტული მოიგო და მე-13 „რეალში“. ამაზე მეტი მარტო მუნიოსს აქვს.
„რეალმა“ სამი ტროფეი მოიგო სეზონში – ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი.
„რეალი“ ევროპის სუპერთასზე „ატალანტას“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings