in

მონაკოს მერე ლიონიც… მეცს მიქაუტაძეში 20 მილიონი უნდა

გიორგი მიქაუტაძის წარმოუდგენელი ისტორია გრძელდება – ფეხბურთელი, რომელიც „აიაქსმა“ 16 მილიონად იყიდა და „მეცში“ დააბრუნა, ახლა რამდენიმე ცნობილი ევროპული კლუბის რადარებში მოექცა. ბოლო ინფორმაცია ქართველი თავდამსხმელისადმი ლიონის „ოლიმპიკის“ ინტერესს უკავშირდება. გიორგი მიქაუტაძე „მონაკოს“ გარდა, სხვა დიდი კლუბების ინტერესს იწვევს, მათ შორის განსაკუთრებით „ლიონია“ დაინტერესებული, – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Footmercato-ს მთავარი რედაქტორი სებასტიან დენი იუწყება.

„მეცმა“ გამოიყენა ქართველი ფეხბურთელის შეძენის ოფცია და 13 მილიონი ევრო გადაიხადა, რომელიც ამსტერდამის „აიაქსთან“ იყო შეთანხმებული. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიქაუტაძე მოზელში დარჩეს, თუნდაც კლუბმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნოს.

სეზონის მეორე ნახევრის გმირის, 2024 წელს ქართველი თავდამსხმელის პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა და ის ახლა რამდენიმე დიდი ფრანგული კლუბის ინტერესს იწვევს – ისინი ქართველ ფეხბურთელს შეტევის გაძლიერების იმედს უკავშირებენ.

როგორც ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასულმა „მონაკომ“ სპორტული დირექტორის, ტიაგო სკუროს მეშვეობით თავდამსხმელის გარემოცვასთან სატრანსფერო მოლაპარაკება დაიწყო. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, რადგან მიქაუტაძეს სხვა ფრანგული გუნდებიც აკვირდებიან.

მათ შორისა „ლიონი“, რომლებიც შეტევის გაძლიერებას ცდილობს. ფეხბურთელისადმი დიდი ინტერესების გათვალისწინებით, „მეცი“ მზად არის, ის დაახლოებით 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას.

თუ „მეცში“ სამუდამოდ დარჩენას არ აპირებს, მიქაუტაძემ, რომელიც „სენტ-ეტიენთან“ ლიგა 1-ის საპასუხო პლეი ოფის მატჩის შემდეგ ევრო 2024-ზე ითამაშებს, მომავალ კლუბზე გადაწყვეტილება მომავალ კვირებში უნდა მიიღოს“, – წერს Footmercato-ს მთავარი რედაქტორი.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა სეზონის სიმბოლურშია

ესპანელები ევროპაში თასებს არავის უთმობენ – ტიტულები, თასები, რეკორდები… ყველაფერი რეალს და ესპანეთს