in

ჩელსის მამარდა აინტერესებს: ვინ არის გიორგის კონკურენტი

1492060903

„ჩელსის“ „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი აინტერესებს.

ლონდონური კლუბი 23 წლის ქართველის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს, წერს Football London.

სატრანსფერო ფანჯრის დროს „ჩელსი“, რომელმაც გასულ ზაფხულს ჯორჯე პეტროვიჩი და რობერტო სანჩესი იყიდა, კვლავ ეძებს მეკარეს. მამარდაშვილი კარგა ხანია ლონდონელებს მოსწონთ.

კლუბმა სკაუტები 2022/23 წლების სეზონის მეორე ნახევარში გაგზავნა და ერთ-ერთი, ვისაც აკვირდებოდნენ საქართველოს ნაკრების გოლკიპერი იყო. „ჩელსის“ დამკვირვებლებს გიორგი განსაკუთრებით „რეალთან“ შეხვედრაში მოეწონათ, რომელიც გასული წლის მაისში შედგა. მაშინ „ვალენსიამ“ 1:0 მოიგო.

„ჩელსისთვის“ კიდევ ერთი ვარიანტია „ვილიარეალის“ 22 წლის ფილიპ იორგენსენი. ამასწინ ლონდონელები მოსათელად დაუკავშირდნენ კიდეც დანიელი მეკარის წარმომადგენლებს.

სავარაუდოდ „ჩელსიდან“ წავა კეპა არისაბალაგა, რომელმაც ეს სეზონი „რეალის“ სკამზე გაატარა იჯარით. ლონდონელებს მისი გაყიდვის იმედი აქვთ.

მამარდაშვილმა კი გასულ სეზონში 37 მატჩი ითამაშა ლა ლიგაში, აქედან 13-ში კარი მშრალად შეინახა და 41 გოლი გაუშვა.

იორგენსენმაც 37 შეხვედრა ჩაატარა, 6-ში გოლი არ გაუშვა და მისმა გუნდმა კი 64 გოლი მიიღო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელიამ პსჟ-თან პირადი კონტრაქტი შეათანხმა, მაგრამ ნაპოლი…

მესამეც მოვიგეთ: ვერცხლის ლიგაზე ლუქსემბურგი დავამარცხეთ და დღეს ისლანდიას ვუმასპინძლებთ