მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
20 წლის ინგლისელმა ლა ლიგაში 28 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 6 ასისტი შეასრულა. მოგეხსენებათ, ბელინგემისთვის ეს მხოლოდ პირველი სეზონია ესპანეთში.
ბელინგემმა აჯობა ვინისიუსს (რეალი), ტაკეფუსა კუბოს (სოსიედადი), არტიომ დოვბიკს, ალეიშ გარსიას (ორივე – ჟირონა), რობერტ ლევანდოვსკის (ბარსელონა), ანტუან გრიზმანს (ატლეტიკო), ისკოს (ბეტისი), კირიან როდრიგესს (ლას პალმასი) და ალექსანდრ სორლოტს (ვილიარეალი).
ლა ლიგის საუკეთესო 23 წლამდე ასაკის, ახალგაზრდა მოთამაშედ „ბარსელონას“ 16 წლის გარემარბი ლამინ იამალი დაასახელეს. საქართველოს ნაკრების კრში გოლის გამტანმა ბავშვმა 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings