in

მოეწონება ხვიჩა კონტეს? კვარაცხელიას მერე ნაპოლის აღარ შევხედავ

წამყვანი იტალიური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ “ნაპოლის” სულ მალე ანტონიო კონტე ჩაიბარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ “პარტენოპეის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი 10 დღეში გადაწყდება.

კონტეს მეგობარმა მიკელე პადოვანიმ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ანტონიოს ხელში თავიდან დაიბადება.

“კვარა” ნამდვილად განსაკუთრებული ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, კონტეს ძალიან მოეწონება. ანტონიო ქართველს მოედანზე მოუძებნის ადგილს, საიდანაც ძველებურად შედეგიანი გახდება და მეკარესთან პირისპირ ხშირად აღმოჩნდება. იტალიელის ხელში ხვიჩა თავიდან დაიბადება.

თუ “ნაპოლი” ოსიმენს გაყიდის, ამით “პარტენოპეი” უდიდეს სარგებელს ნახავს და ექნება საშუალება, რომ ერთ პოზიციაზე მინიმუმ 3 ძლიერი ფეხბურთელი ჰყავდეს”, – განაცხადა პადოვანიმ.

შეგახსენებთ, ფაბრიციო რომანოს ცნობით, “ნაპოლიმ” კონტეს 3-წლიანი ხელშეკრულება და ანაზღაურების სახით სეზონში 9 მილიონი ევრო შესთავაზა.

კვარაცხელიას გაყიდვის შემდეგ ნაპოლის მატჩებს აღარ ვუყურებ

“რეპუბლიკა” წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის “ნაპოლიდან” პსჟ-ში გადასვლა სავსებით შესაძლებელია, Sky Sport-ის სატრანსფერო ექსპერტი ლუკა მარკეტი კი იტყობინება, რომ პარიზულ კლუბს შეთავაზება ჯერ წერილობითი ფორმით არ გაუკეთებია, რომელიც 100 მილიონ ევროზე მეტი იქნება.

კვარაცხელიას “პარი სენ ჟერმენში” შესაძლო გადასვლაზე კომენტარი რადიო Marte-ს ეთერში “ნაპოლის” ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო ფლორო ფლორესმა გააკეთა:

“როგორ ვხედავ კვარაცხელიას კონტეს სქემაში? “კვარა” შემტევია, ფლანგზე თავისუფლად მოქმედებს. კონტე “არეცოში” ჩემი მწვრთნელი იყო, გუნდს ხშირად სინქრონიზებულად ათამაშებდა. შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემი აზრით, ხვიჩას 3-5-2 სქემაში

კონტე შესანიშნავი სპეციალისტია, თავისი გამოცდილებით იცის, როგორ მოახერხოს გარკვეული სტილის ფეხბურთელებთან ადაპტირება, რამეთუ კვარაცხელიას კლასის ეჭვქვეშ დაყენება შეუძლებელია. დიდი ალბათობით, როდესაც მას გაყიდიან, “ნაპოლის” მატჩებს აღარ ვუყურებ. ბილეთის ფასად მარტო ხვიჩას ელეგანტური და ლამაზი თამაშის სტილი ღირს. ასეთი ფეხბურთელის თავის გუნდში ყოფნა ყველა მწვრთნელს უნდა და არ მგონია, კონტე მის გაშვებას დათანხმდეს”.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მეცმა პირველი წააგო, მაგრამ ანგარიში მისაღებია, კრემონეზემ ფრე ითამაშა

კონტეს კიეზა უნდა… ხვიჩას შემცვლელად