in

მეტოქის ბანაკში: პორტუგალია სახლში მოემზადება, თურქეთს მთავარი მცველი გამოაკლდა, ჩეხეთში ფეხბურთელები შეიწყალეს

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ავსტრიაში ემზადება. ცხადია, ემზადებიან ჩვენი მეტოქეებიც.

ცნობილი გახდა პორტუგალიის ნაკრების გეგმა.
ერთ-ერთი ფავორიტი 2 ივნისს, ლისაბონში შეიკრიბება.
4 ივნისს პორტუგალია პირველ მატჩს გამართავს: ლისაბონში ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ. 8 ივნისს, ისევ ლისაბონში ხორვატიას გაეჯიბრება, ხოლო 11 ივნისს ბოლო ამხანაგურ შეხვედრას ასევე შინ ირლანდიის ნაკრებთან ჩაატარებს.

ჩვენს პირველ მეტოქეს თურქეთის ნაკრებს კი გამოცდილი მცველი ჩაღლარ სოიუნჯუ გამოაკლდა. “ფენერბაჰჩეს” 28 წლის ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო თურქეთის ჩემპიონატის შეხვედრაში. ექიმების ვარაუდით, ერთ დროს „ლესტერის“ მოთამაშე მინიმუმ სამი კვირა ვერ ითამაშებს.
სოიუნჯუს ნაკრების ძირითადის ფეხბურთელია.

ბარემ ჩეხეთზეც.
ივან ჰაშეკს ევროპის ჩემპიონატზე მიყავს იაკუბ ბრაბეცი, ტომაშ ცოუფალი და იან კუხტა.
საქმე ისაა, რომ ეს ფეხბურთელები წინა მწვრთნელმა ნაკრებიდან მოიშორა, რადგან მოლდოვაში ჩასულებმა მატჩის წინა ღამეს დისკოტეკაზე მოილხინეს.
ჰაშეკმა შერისხულები შეიწყალა: „ვიცი, რომ მათი საქციელი დანაშაულია. ველაპარაკე მხოლოდ კუხტას, ის ნანობს თავის საქციელს. ვფიქრობ, იმსახურებს კიდევ ერთ შანსს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბედნიერების მომტანია ემოციები, რომლებიც თან ახლავს ამ პროცესს: საქართველო ავსტრიაში ჯერ არასრულად ემზადება – ფოტო

მეცმა პირველი წააგო, მაგრამ ანგარიში მისაღებია, კრემონეზემ ფრე ითამაშა