in

ახალი მფლობელი ტუხელს 200 მილიონ გირვანქას მისცემს

„ჩელსის“ ახალი მფლობელი, 48 წლის ამერიკელი ბიზნესმენი, ტოდ ბოილი „ELDRIDGE INDUSTRIES”-ის დამაარსებელი და მეწილეა. მისი ქონება 5.5 მილიარდ დოლარს აღწევს და ლონდონირ ცხოვრებას ომახიანადაც იწყებს.

აბრამოვიჩისგან ლონდონელები მხარჯველობას იყვნენ მიჩვეულნი და ბოილიც, როგორც ჩანს, იმავე უღელს შეება. ტუხელს ზაფხულში 200 მილიონის განკარგვა შეეძლება.

აქტიურად იწერება მატიის დე ლიხტის დამატების შესახებ. მოგეხსენებათ, პრემიერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა, ანტონიო რუდიგერმა გუნდი უფასოდ დატოვა და მადრიდის „რეალს“ მიაშურა, ხოლო მისი ჩანაცვლება საშუალო დონის მცველით არ გამოვა. ნიდერლანდელის სავარაუდო ფასი 80 მილიონ ევროს აღწევს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უკრაინაში აგვისტოდან ფეხბურთი დაბრუნდება

საქართველო ძლიერია, მაგრამ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ