საქართველოს ნაკრები არასრული შემადგენლობით ავსტრიაში ჩავიდა და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგება.
თბილისიდან გამგზავრებამდე ფებხურთელებმა მცირე კომენტარები გააკეთეს.
ჩავიდნენ: არასრული საქართველო ავსტრიაშია და ვარჯიშს იწყებს
ოთარ კიტეიშვილი:
„განწყობა იდეალურია. სასიამოვნოა, რომ ასეთი ტურნირზე მოსამზადებლად ვიკრიბებით. მნიშვნელოვანია, რომ დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ და სათანადოდ მოვემზადოთ. მანამდე ერთი ამხანაგური მატჩიც გვაქვს და იმედია, ევროპის ჩემპიონატს ყველა ფეხბურთელი ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება“.
ზურიკო დავითაშვილი:
„ლუქსემბურგსა და საბერძნეთთან დაძაბული შეხვედრები იყო, ახლა კი ეს წნეხი მოგვეხსნა. საერთოდ არ ვნერვიულობ, პირიქით, ევროპის ჩემპიონატით უნდა ვისიამოვნოთ. დაძაბულები არ ვართ და, ჩემი აზრით, ეს დაგვეხმარება. ყველა ფეხბურთელი ასეთი განწყობითაა“.
ბუდუ ზივზივაძე:
„ევროპის ჩემპიონატისთვის მზად ვართ მთელი გუნდი. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გერმანიიდან თავაწეულები და რაც შეიძლება გვიან დავბრუნდეთ. რაც უფრო მეტს ვითამაშებთ, ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი იქნება“.
ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები ავსტრიის ქალაქ გეინბერგში მოემზადება. 9 ივნისს კი პოდგორიცაში მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings