ოთარ კიტეიშვილს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. მისი გუნდი, გრაცის „შტურმი“ ქვეყნის ჩემპიონიც გახდა და თასიც მფლობელიც, თავად ფეხბურთელი კი ავსტრიის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამას დაუმატეთ საქართველოს ნაკრებში მიღწეული წარმატება და ოთარ დასამდური ნამდვილად არაფერი აქვს.
კარგი თამაში ქართველ ნახევარმცველს Transfermarkt-მაც დაუფასა და მისი ფასი ხუთ მილიონ ევრომდე გაზარდა. ამით კიტეიშვილი საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ხუთეულში შევიდა.
აქამდე ოთარის ფასი სამი მილიონი ევრო იყო.
საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები:
- ხვიჩა კვარაცხელია – 80 მილიონი ევრო
- გიორგი მამარდაშვილი – 35 მილიონი ევრო
- გიორგი მიქაუტაძე – 9 მილიონი ევრო
- ოთარ კიტეიშვილი – 5 მილიონი ევრო
- ირაკლი აზაროვი – 3.5 მილიონი ევრო
GIPHY App Key not set. Please check settings