in

მამარდაშვილი: ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვალენსიაში 100 მატჩს მივაღწევდი

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ 100 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ლა ლიგის გამორჩეულ მოთამაშეთა შორის მოხვდა. 23 წლის ქართველი მეკარის ამ მიღწევას კლუბის ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა.

აი რა წერია „ვალენსიას“ საიტზე:

„გიორგი მამარდაშვილმა “სელტას” წინააღმდეგ მატჩში “ვალენსიას” შემადგენლობაში მე-100 ოფიციალურ მატჩს მიაღწია. მეკარე კარიერაში ახალ ეტაპს აღწევს, როგორც „ვალენსიელი“ ფეხბურთელი.

100 ოფიციალური მატჩი ვალენსიაში

„100 თამაშით მინდოდა მადლობა გადამეხადა ყველა იმ ადამიანისათის, ვინც კლუბში მუშაობს. პერსონალს, მოთამაშეებს, რადგან მათ გარეშე ამ მაჩვენებელს ვერ მივაღწევდი. ამას ვერ წარმოვიდგენდი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია „ვალენსიას“ მაისურით თამაში.

მე არ მაქვს განსაკუთრებული მატჩი, რადგან ყველა მატჩი უნიკალურია, რომელშიც კარგად უნდა ვითამაშო.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ „ვალენსია“ დიდი გუნდია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 100 ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა ადვილი არ არის“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქროს ბურთის მთავარი პრეტენდენტები რეალელები არიან

ჩავიდნენ: არასრული საქართველო ავსტრიაშია და ვარჯიშს იწყებს