in

ხვიჩასთან ნაპოლიში კონტე მიდის… ყველაზე დიდი ხელფასით და ახალი ფეხბურთელებით

ანტონიო კონტე „ნაპოლის“ შეუთანხმდა ხელფასსა და ბონუსზე.

ჯან პიერო გასპერინის უარის შემდეგ, „ნაპოლიმ“ კონტეს მიმართა.

la Repubblica-ის ინფორმაციით, 54 წლის სპეციალისტი 9 მილიონ ევროს მიიღებს სეზონში. გარდა ამისა, 1 მილიონს დაუმატებენ თუ სკუდეტო მოიგო.

მოლაპარაკებების შედეგად უნდა გაირკვეს სამწვრთნელო შტაბის საკითხი და სხვა დეტალები.

ელოდებიან, რომ „ნაპოლი“ კონტეს ოფიციალურად ამ კვირის შუაში წარადგენს.

„ნაპოლი“ კონტეს 2027 წლის ივნისამდე კონტრაქტს სთავაზობს.
იტალიელი ხელს სამწლიან კონტრაქტს მოაწერს და სერია ა-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.

სავარაუდო ახალამა მწვრთნელმა ნეაპოლური კლუბის სპორტულ დირექტორს რომელუ ლუკაკუს შეძენა სთხოვა.

ასევე დაწერეს, რომ კონტეს სურვილისამებრ კლუბი ჰანცკოს, ბონჯორნოს, ტიურამის, ბელანოვას, გუდმუნდსონის, დორგუს და ლუკაკუს გადაბირებას შეეცდება, აგრეთვე „ემპოლიში“ იჯარით გაშვებულ მეკარე კაპრილეს დაიბრუნებს.
მოკლედ, შესაძლოა „ნაპიოლი“ სერიოზულად გადახალისდეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უფრო კვარაცხელია, ვიდრე ოსიმენი: პსჟ-ს 130 მილიონი ქართველში ემეტება

გარნაჩოს მაკრატელა ინგლისში წლის გოლია