in

უფრო კვარაცხელია, ვიდრე ოსიმენი: პსჟ-ს 130 მილიონი ქართველში ემეტება

epa10158278 Napoli's Khvicha Kvaratskhelia celebrates (R) after scoring the 1-2 goal during the Italian Serie A soccer match between SS Lazio and SSC Napoli at the Olimpico stadium in Rome, Italy, 03 September 2022. EPA-EFE/Riccardo Antimiani

სერია A-ს ბოლო ტურში “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “ლეჩეს” ვერ სძლია (0:0), ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულა, 2010 წლის შემდეგ პირველად ვერ მიიღებს ევროტურნირებზე მონაწილეობას და მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებმა ფეხბურთელები სტვენით გააცილეს.

გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტურნირზე 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც გუნდის ჩაგდებული სეზონის კვალობაზე ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის.

იტალიური მედიის ცნობით, მალე გუნდს ანტონიო კონტე ჩაიბარებს, spazionapoli-ს მტკიცებით კი რევოლუციური საკადრო ცვლილებები დაიწყება. გამოცემა “ტუტოსპორტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით იტყობინება, რომ პსჟ ვიქტორ ოსიმენზე უფო მეტად კვარაცხელიას სამსახურითაა დაინტერესებული:

“ოსიმენი კონტრაქტით გათვალისწინებული გამოსასყიდი 130 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვებს “ნაპოლის”, მაგრამ ჯერ უცნობია, ვინ გადაიხდის ამ თანხას. როგორც ჩანს, პსჟ უფრო მეტად ასეთ მაღალ ინვესტიციას კვარაცხელიაში განახორციელებს, ვიდრე ნიგერიელში”.

spazionapoli ასკვნის, რომ ნეაპოლურმა კლუბმა 130 მილიონი შეიძლება არა ოსიმენის, არამედ კვარაცხელიას ტრანსფერიდან მიიღოს.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოტრიალება ქოჩორას მერე, გოჩოლეიშვილი გამოჩნდა – ლეგიონერები

ხვიჩასთან ნაპოლიში კონტე მიდის… ყველაზე დიდი ხელფასით და ახალი ფეხბურთელებით