in

ყველაზე იმედგაცრუებული ტრანსფერები: ტონალი ყველაზე ცუდი ბიჭი აღმოჩნდა

სანდრო ტონალის ტრანსფერი ევროპაში ყველაზე იმედგაცრუებულად მიიჩნიეს.

პორტალმა Goal-მა ევროპული ჩემპიონატების ყველაზე იმედგაცრუებული ტრანსფერები შეადგინა. პირველი ადგილი დაიკავა სანდრო ტონალიმ – მას აზარტულ თამაშებში მონაწილეობის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს მალევე, რაც „მილანიდან“ „ნიუკასლში“ გადავიდა.

რეიტინგში „ბარსელონას“ 4 შენაძენია, ასევე მოხვდა ანსუ ფატის იჯარა.

სრული სია ასე გამოიყურება:

  1. კიმ მინ ჯე – „ნაპოლიდან“ „ბაიერნში“ 50 მლნ ევროდ;
  2. ჯოვანი რეინა – „დორტმუნდიდან“ „ნოტინჰემში“, იჯარა;
  3. ბრაიან სარაგოსა – „გრანადადან“ „ბაიერნში“ 50 მლნ ევროდ;
  4. ანსუ ფატი – „ბარსელონადან“ „ბრაიტონში“, იჯარა;
  5. ფაბიო კარვალიო – „ლივერპულიდან“ „ლაიპციგში“, იჯარა;
  6. ფოლარინ ბალოგუნი – „რეიმსიდან“ „მონაკოში“ 40 მლნ ევროდ;
  7. ფელიქს ნმეჩა – „ვოლფსბურგიდან“ „ბორუსიაში“ 30 მლნ ევროდ;
  8. ჟოაო კანსელო– „სიტიდან“ „ბარსელონაში“, იჯარა;
  9. ლეონარდო ბონუჩი – „იუვენტუსიდან“ „უნიონში“ თავისუფალ აგენტად;
  10. მანუელ უგარტე – „სპორტინგიდან“ პსჟ-ში 60 მლნ ევროდ;
  11. რენატო სანჩესი– პსჟ-დან „რომაში“, იჯარა;
  12. ნაბი კეიტა – „ლივერპულიდან“ „ვერდერში“ თავისუფალ აგენტად;
  13. ვიტორე როკე – „ატლეტიკო პარანაენსედან“ „ბარსელონაში“ 30 მლნ ევროდ;
  14. ჟოაო ფელიქსი – „ატლეტიკოდან“ „ბარსელონაში“, იჯარა;
  15. ჯორდან ჰენდერსონი – „ალ იტიფაკიდან“ „აიაქსში“ თავისუფალ აგენტად;
  16. ორიოლ რომეუ – „ჟრონადან“ „ბარსელონაში“8 მლნ ევროდ;
  17. მეისონ მაუნტი – „ჩელსიდან“ „მანჩესტერში“ 60 მლნ ფუნტად (70 მლნ ევრო);
  18. კელვინ ფილიპსი – „სიტიდან“ „ვესტ ჰემში“, იჯარა;
  19. მოისეს კაისედო – „ბრაიტონიდან“ „ჩელსიში“ 115 მლნ ფუნტად (134 მლნ ევრო);
  20. რანდალ კოლო-მუანი – „აინტრახტიდან“ პსჟ-ში 90 მლნ ევროდ;
  21. სანდრო ტონალი – „მილანიდან“ „ნიუკასლში“ 60 მლნ ფუნტად (70 მლნ ევრო).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

4 ქვეყნის ბომბარდირი: რონალდო რეკორდსმენია – აქეთ დამსდევენ რეკორდები

სეზონის საუკეთესო ტრანსფერები: გრიმალდო იწყებს…