„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის 37-ე ტურში სტუმრად „ფიორენტინასთან“ 2:2 ითამაშა. საბოლოო ანგარიში 57-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ დააფიქსირა, რომელმაც შორეული საჯარიმო დარტყმა უზადოდ შეასრულა და სასწაული გოლი გაიტანა ცხრიანში.
ქართველის ეს ულამაზესი გოლი ლეგა კალჩოს ოფიციალურმა გვერდმა მაისში საუკეთესოდ დაასახელა.
სხვათა შორის, ხვიჩამ “ნაპოლის” მაისურით საჯარიმო დარტყმით გოლი პირველად გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings