ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქემ შემადგენლობა დაასახელა. პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა 26 კაცი ჩამოწერა.
პორტუგალიის ნაკრები ევრო 2024-ზე:
მეკარეები: დიოგო კოშტა (პორტო), ჟოზე სა (ვულვერჰემპტონი), რუი პატრისიუ (რომა)
მცველები: ანტონიო სილვა (ბენფიკა), დანილო პერეირა (პსჟ), დიოგო დალო (მანჩესტერი), გონსალო ინასიო (სპორტინგი), ჟოაო კანსელო (ბარსელონა), ნელსონ სემედუ (ვულვერჰემპტონი), ნუნუ მენდეში (პსჟ), პეპე (პორტო), რუბენ დიაში (სიტი)
ნახევარმცველები: ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი), ჟოაო ნევეში (ბენფიკა), ჟოაო პალინია (ფულჰემი), ოტავიო მონტეირო (ალ-ნასრი), რუბენ ნევეში (ალ-ჰილალი), ვიტინია (პსჟ)
თავდამსხმელები: ბერნარდო სილვა (სიტი), კრიშტიანო რონალდო (ალ-ნასრი), დიოგო ჟოტა (ლივერპული), ფრანსისკო კონსეისაო (პორტო), გონსალო რამოში (პსჟ), ჟოაო ფელიქსი (ბარსელონა), პედრო ნეტო (ვულვერჰემპტონი), რაფაელ ლეაო (მილანი)
პორტუგალია, ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად, F ჯგუფში საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს.
საქართველო პორტუგალიას ჯგუფის ბოლო ტურში, 26 ივნისს შეხვდება.
ვარსკვლავებით გადაძეძგილი პორტუგალიის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.
GIPHY App Key not set. Please check settings