in

ვალენსიამ სახლი წაგებით დაამთავრა: მამარდას სამი გაუტანეს

ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურში “ვალენსიამ” სეზონში ბოლ ოსაშინაო შეხვედრაში “ჟირონა” მიიღო და 1:3 წააგო.

გიორგი მამარდაშვილი გუნდის კაპიტანი იყო (მეორედ სეზონში), რამდენიმე რთული ბურთიც მოიგერია, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მესამე გოლი კი ჩვენიანს საკუთარმა მცველმა გაუტანა. გაშვებულ გოლებში მამარდაშვილის დადანაშაულება არ შეიძლება, ორი ახლო მანძილიდან გაუტანეს, ერთი კი ავტოგოლი იყო.

გიორგის შეფასებებია: Flashscore.com – 5.8; Whoscored.com – 6.8; Sofascore.com – 6.4.

ვალენსია – ჟირონა 1:3
გოლები: 0:1 სავიო (32), 0:2 დოვბიკი (58), 0:3 გასოროვსკი (67, საკ. კარში), 1:3 პეპელუ (84, პენ)

„ვალენსია“ 48 ქულით მე-9 ადგილზე დარჩა და 25 მაისს, ბოლო ტურში ვიგოში „სელტას“ დაუპირისპირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონია

ბუდუმ სეზონი გოლით დაასრულა – ლეგიონერები