in

კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონია

ოთარ კიტეიშვილი „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონი გახდა: ბოლო ტურში „კლაგენფურტი“ დაამარცხა – 2:0.

ბოლო ტურში „შტურმს“ ქართველი ლიდერი, ოთარ კიტეიშვილი ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო ვერ ეხმარებოდა.

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში „შტურმის“ კონკურენტმა „ზალცბურგმა“ „ლასკი“ 7:1 გაანადგურა, მაგრამ გრაცელებს ვერ დაეწია და „შტურმმა“ავსტრიის ჩემპიონობა 13-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა.

“შტურმმა” დაამხო “ზალცბურგის” 10-წლიანი ჰეგემონია. ამ ტრიუმფში უდიდესია ოთარ კიტეიშვილის წვლილი. სწორედ ამის დასტურია, რომ ქართველი ნახევარმცველი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

2023/24 წლების სეზონის ყველა ტურნირში კიტეიშვილმა 40 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი მიითვალა.

„შტურმმა“ წელს თასიც აიღო და 1999 წლის შემდეგ პირველად გაიფორმა ოქროს დუბლი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბეწვზე გადარჩა: მეცი პსჟ-სთან დამარცხდა და პლეი აუტს ითამაშებს

ვალენსიამ სახლი წაგებით დაამთავრა: მამარდას სამი გაუტანეს