in

ბეწვზე გადარჩა: მეცი პსჟ-სთან დამარცხდა და პლეი აუტს ითამაშებს

გიორგი მიქაუტაძის “მეცი” ლიგა 1-ის ბოლო ტურში პსჟ-სთან დამარცხდა – 0:2.
თუმცა გუნდმა პირდაპირი გავარდნა მაინც აიცილა. ახლა პლეი-აუტის მატჩებში მოუწევს ელიტაში დარჩენის საკითხის გადაჭრა.

პსჟ-სთან მატჩში მიქაუტაძეს ერთი ნაღდი მომენტი ჰქონდა, როცა 62-ე წუთზე მცველი ჩამოიშორა, მაგრამ ბურთი დაწოლილ მეკარეს მოარტყა. იყო ასევე საჯარიმო დარტყმა, რომელიც ოდნავ ასცდა მიზანს.

გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა და ასეთი შეფასებები მიიღო: Flashscore.com – 6.5; Whoscored.com – 6.9; Sofascore.com – 7.4.

ისე, „მეცი“ ბეწვზე გადარჩა.
პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში „ლორიანმა“ წარმოუდგენელი შეძლო. „კლერმონი“ 5:0 დაამარცხა, „მეცს“ ქულებითაც (29) დაეწია და ბურთების სხვაობაში 7-ბურთიანი ჩამორჩენაც გააბათილა, რაც თანაბარი ქულებისას გადამწყვეტი უპირატესობაა.

მოკლედ, მსგავსი შედეგი აჩვენა “ლორიანმა”, ბურთის სხვაობა -23, მაგრამ “მეცის” უპირატესობა უშუალო კონკურენტთან ურთიერთშეხვედრებში სტუმრად გატანილი მეტი გოლის გამო აღმოჩნდა. მიქაუტაძის გუნდმა “ლორიანთან” შინ 1:2 წააგო, თუმცა სტუმრად 3:2 დაამარცხა და სწორედ ამ სამმა გოლმა გადაწყვიტა „მეცის“ უპირატესობა.

პლეი-ოფში ერთმანეთს ჯერ ლიგა 2-ის გუნდები – “როდეზი” და “პო” შეხვდებიან. ამათ შორის გამარჯვებულს ნახევარფინალში “სენტ-ეტიენი” ელოდება, ამ წყვილში საუკეთესო კი ორმატჩიან ფინალში (30 მაისი, 2 ივნისი) “მეცს” შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბაიერის ტრიუმფი და ბაიერნის ფიასკო: პირველი გუნდი, რომელსაც არ წაუგია…

კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონია