in

მაქს კილმანი: ვულვზის მცველის გასაოცარი ისტორია – გზა სამოყვარულო ლიგიდან უდიდეს საფეხბურთო სცენამდე და უკრაინის ნაკრებში თამაშის დაკარგული შანსი

4 წლის წინ მაქს კილმანის სახელი საფეხბურთო სამყაროში არაფერს ამბობდა. ინგლისში არსებობს გუნდი „მეიდენჰედ იუნაიტედი“, რომელიც რანგით მეხუთე დივიზიონში გამოდის ნახევრად პროფესიონალურია. მაქსი 2018 წელს ამ ოჯახის წევრი იყო და სულ სხვა გეგმები ჰქონდა ცხოვრებაში. ჰეტფორდშირის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის წარმატებით დასრულება და კერძო სექტორში საშუალო ანაზღაურება. თუმცა, ოჯახის წევრებმა სთხოვეს განეგრძო ფეხბურთის თამაში და მაქსიც მშობლების ხათრით ყოველკვირას ბურთაობდა, როგორც „მეიდენჰედში“ ასევე უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდში და სხვათაშორის ინგლისის ფუტსალის ნაკრებში 25 მდე მატჩიც აქვს გამართული, რამაც ძალიან ცუდი გავლენა იქონია მაქსის სანეკრებო კარიერაზე, ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

ჰო, იქ გავჩერდით, რომ მაქსი თავს რომელიმე კომპანიის ბიზნეს ანალიტიკოსად ხედავდა. 2016 წელს „კარდიფჰაუს სპორტის“ დარბაზში ინგლისისა და უელსის მატჩი გაიმართა ფუტსალში და სრულიად შემთხვევით, ამ შეხვედრას „ვულვზის“ სკაუტმა, მეტ ჰობსმა მიადევნა თვალი და აღტაცებული დარჩა. 195 სანტიმეტრი სიმაღლის კილმანი, ბურთთან შენობით, დაცვაში დიდებული პერფორმანსით და მოხდენილი მოძრაობის სტილით გამოირჩა. ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი ისაა, რომ კილმანი ცაციაა. თანამედროვე ბაზარზე ცაცია ცენტრალური მცველების დიდი დეფიციტია და ჩემპიონშიფის გუნდებიც კი მემარცხენეებს 30-40 მილიონ გირვანქად აფასებენ.

მოკლედ, 2018 წელს მოხდა რაღაც წარმოუდგენელი. მაქს კილმანი „ვულვზმა“ ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე შეიძინა. ვიცით ჯეიმი ვარდი, რომელიც 25 წლამდე სამოყვარულო დონეზე იყო, მაგრამ შემდეგ ფრთები შეესხა, თუმცა ჯეიმიმ მძიმე გზა განვლო მეხუთედან პრემიერ ლიგამდე. აი კილმანის ამბავი კი სულ სხვა ემოციაა.

„სამოყვარულო დონეზე ბევრჯერ მიფიქრია, რომ ფეხბურთი ჩემთვის არ არის. ახლა კი კვირიდან კვირამდე „ენფილდს“ ; „ოლდ ტრაფორდს“ და სხვა დიდებულ არენებს ვსტუმრობ“. სწრაფი გადაწყვეტილების უნარი – მისი აზრით, სწორედ ეს თვისება გამოარჩევს მას ბევრი მცველისაგან. „ერთია მეხუთე დივიზიონი, სადაც საყრდენზე პასების უმეტესობა იჭრება, პრემიერლიგაში კი ზუსტად იცი, რომ პასი ადრესატამდე უწევს“.

კარგი, „ვულვზში“ მოხვედრა დიდებულია, მაგრამ ძირითადში ადგილის დამკვიდრება მეორე. სეზონის სტარტზე მგლებში სერიოზული კონკურენცია სუფევდა. ვილი ბოლი, რომან საისი და კონორ კოუდი, ცენტრალური დაცვის ძირითად ტრავიატად მიიჩნეოდა, მაგრამ ბოლის ტრავმამ კილმანის ზღაპარს მეტი სიკაშკაშე შესძინა და აქ იწყება ნამდვილი სიშლეგე.

მიმდინარე სეზონში 25 წლის მცველმა 30 პრემიერლიგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და დაცვის ხაზის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. თანაც, კილმანი ცაციაა, მაგრამ მარჯვენა ცენტრალურ მცველად თამაშობს, რაც კიდევ უფრო მეტ დიდებულებას სძენს მის ფეერიულ სეზონს. სამწუხარო ისაა, რომ კილმანმა ვარჯიშზე დაზიანება მიიღო და დასკვნითი მატჩები გამოტოვა, თუმცა ახალ სეზონს ის მზადყოფნაში შეხვდება.

რამდენადაც განსაცვიფრებელია მაქსის საკლუბო კარიერა იმდენადვე არ გაუმართლა სანაკრებოში. ფიფას ასეთი წესი აქვსს : თუ მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას ფუტსალის, პლიაჟის ფეხბურთის, ან ფეხბურთის ოფიციალურ მატჩში მას ეროვნული გუნდის ცვლილება არ შეუძლია, რადგან ფუტსალიცა და პლიაჟის ფეხბურთიც ფიფას ექვემდებარება. არადა 2020 წელს შევჩენკომ კილმანი უკრაინის ნაკრებში გამოიძახა, რადგან მაქსის მამა ოდესელია და ამ მხრივ პრობლემა არ ყოფილა, თუმცა, სწორედ აქ იჩინა თავი ინგლისის ფუტსალის ნაკრებმა . „ გაოცებული ვარ, ფუტსალი და ფეხბურთი სხვადასხვა სპორტია ისევე, როგორც ჩოგბურთი და მაგიდის ტენისი. სამწუხაროდ, ერთადერთი შანსი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში თამაშია“.

ექსპერტთა აზრით, მაქსს აქვს ყველანაირი მონაცემი, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს, მაგრამ ინგლისის ნაკრები სულ სხვა დონეა. სტოუნსი, მაგუაიერი, უოკერი, თუნდაც კონორ კოუდი, ასევე ახალგაზრდები: მარკ გეჰი, ტომორი და ა.შ.
მოკლედ, ასეთია ცხოვრება. ადამიანი ერთ დღეს კალკულუსზე ფიქრობდა და იმ საღამოს პრემიერლიგელი გახდა. წარსულში ბევრჯერ გვინახავს დიდ გუნდებს, რომ ახალგაზრდა ავანტიურულად შეუძენიათ, მაგრამ კრახით დასრულებულა. ეს სხვა ისტორიაა. თან, ვსაუბრობთ „ვულვზზე“ – გუნდი, რომელზე ცოტა გოლიც, მხოლოდ ოთხეულის წევრებმა: „სიტიმ“, „ლივერპულმა“, „ჩელსიმ“ და „ტოტენჰემმა“ გაუშვეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რუსთავმა ვალენსიას ფიფაში დავა მოუგო: კლუბი მამარდაშვილისთვის კომპენსაციას მიიღებს

ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან დერბის პრობლემები?..