საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ნაკრების სპორტსმენები ევროპის ვერცხლის ლიგის პირველი თამაშისთვის ემზადებიან.
ქალთა ეროვნული ნაკრები ამჟამად მონტენეგროში იმყოფება. ფრენბურთელები პირველ თამაშს ფარერის კუნძულების წინააღმდეგ ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გამართავს.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები წლებია, მონაწილეობას იღებს ვერცხლის ლიგის ჩემპიონატში და არც წლევანდელი წელია გამონაკლისი.
ფარერის კუნძულების შემდეგ საქართველო მონტენეგროს დაუპირისპირდება და საბოლოოდ თამაშებს ჩაატარებს ლატვიას, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ლუქსემბურგისა და ისლანდიის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ისლანდიასთან და ლუქსემბურგთან თამაში საქართველოში 31 მაისსა და 2 ივნისს, ოლიმპიურ სასახლეში, ჩატარდება.
ვერცხლის ლიგის ტურნირი 16 მაისს დაიწყო და მასში მონაწილეობას სულ 10 ქვეყანა იღებს. ესენია: ფინეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, ლატვია, საქართველო, ფარერის კუნძულები, უნგრეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, ბოსნია და ჰერცოგოვინა.
ფინალური ეტაპი კი 13-16 ივნისს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings