in

კიტეიშვილი ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელია

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
გრაცის „შტურმის“ ქართველი ნახევარმცველი გამოკითხვის გამარჯვებული გახდა.
გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბების პრეზიდენტები, მწვრთნელები და მენეჯერები. მათ საუკეთესოები ხუთ ნომინაციაში გამოავლინეს.
კიტეიშვილის გარდა, სეზონის საუკეთესო მწვრთნელად „შტურმის“ მთავარი მწვრთნელი, კრისტიან ილცერი აღიარეს.
ბოლო შვიდი სეზონის განმავლობაში ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც საუკეთესო ფეხბურთელი გრაცის გუნდის წევრია.

შეგახსენებთ, “შტურმი” ავსტრიის ჩემპიონატის ბოლო ტურში “კლაგენფურტს” შინ შეხვდება და თუ მოიგო ქვეყნის ჩემპიონიც გახდება. თუმცა ამ შეხვედრაში ქართველი ვერ ითამაშებს, ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიცირებულია.
ამასთან, „შტურმმა“ წელს უკვე მოიგო ქვეყნის თასი.

„ეს ჯილდო დიდი პატივია და ძალიან ბედნიერი ვარ. ეს არის მთელი გუნდის შრომის აღიარება. გუნდს ყველაზე დიდი მიზანი წინ გვაქვს – ბოლო ტურში უნდა მოვიგოთ, ჩემპიონები რომ გავხდეთ“, – განაცხადა კიტეიშვილმა.

2023/24 წლების სეზონის ყველა ტურნირში 28 წლის ქართველმა ნახევარმცველმა 40 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი მიითვალა.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდოსთან თამაშს მოუთმენლად ველი, მაისურის გაცვლას ვთხოვ

სინიორ კვარაცხელია ჩვეულებრივი არაა: კვარას ბალისტიკური რაკეტა და პასუხი შხამიანი კომენტარების ავტორებს