in

კარს მომდგარი სატრანსფერო ფანჯარა: ვადები და წესები. გადაიჭირეთ უსაფრთხოების ღვედები!

2021-22 წლების სეზონი სულ ახლახან დასრულდა, მაგრამ ძალიან მალე სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება და კლუბები სასურველი მოთამაშეების შეძენას შეძლებენ. ქართული პერსპექტივიდან, საინტერესოა ჩვენი გუნდების აქტივობა, რადგან ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპი კარსაა მომდგარი. ასევე უცხოურ კლუბებში მოთამაშე ქართველებიც არ უნდა დაგვავიწყდეს.

მაშ ასე:
ყველაზე ნაადრევად ფანჯარა ინგლისსა და შოტლანდიაში, 10 ივნისს იხსნება და 1 სექტემბრამდე გასტანს.

სხვა ქვეყნები:
იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში ფიფას გლობალური სატრანსფერო წესის მიხედვით 1 ივლისს გაიხსნება და 31 აგვისტოს დაიხურება. შესაბამისად, ერლინგ ჰოლანდის „მან სიტიში“ ტრანსფერის რატიფიცირება, სწორედ 1 ივლისს მოხდება.

შენიშვნა: ხანდახან ისეც ხდება, რომ ამა თუ იმ ტრანსფერის გაჩარხვა რამდენიმე საათით ჭინაურდება. პირობითად, ბრიტანეთის დროით 23:00 საათზე ფანჯრის დახურვისას თუ შეთანხმება მიღწეულია, გუნდს აქვს დამატებით ორი საათი, რომ ფიფას სატრანსფერო ფურცელი წარუდგინოს. ოღონდ, ეს ვრცელდება ადგილობრივ მოთამაშეებზე. ლეგიონერის შემთხვევაში, გუნდები TMS – ანუ ტრანსფერის ფიფას თავსებად სისტემას ექვემდებარება.

ქართული კლუბების შემთხვევაშიც ვხელმძღვანელობთ 1 ივლისიდან 31 აგვისტომდე პერიოდში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაქსიმუმ 3 თვე მქონდა დარჩენილი, ახლა მიზანი სხვების გადარჩენაა: ჯოფრი ტომასის საოცარი ამბავი

დარტყმა თავით: ყატარი ზიდანის და მატერაცის ქანდაკებას აბრუნებს