ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურში „ვალენსია “ სტუმრად „სოსიედადთან“ დამარცხდა – 0:1.
გიორგი მამარდაშვილი ძირითადში იყო და თავის გუნდში საუკეთესოდ ითამაშა.
გოლი კი მატჩის დასაწყისში გავიდა: მე-3 წუთზე ქართველი მეკარის კარი ანდრე სილვამ თავით ნახევარი მეტრიდან აიღო.
პირველ ტაიმში მასპინძლებს კიდევ ჰქონდათ მომენტი, მაგრამ საჯარიმოს ხაზიდან დარტყმული ბურთი ქართველმა მეკარემ მოიგერია.
მეორე ტაიმის დასაწყისში „ვალენსია“ ინიციატივას დაეუფლა, მარიმ მაგარი შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო წამატებულ დროში გიორგიმ კიდევ ერთხელ არ გაატანინა მეტოქეს.
მამარდაშვილმა ანალიტიკური საიტებისგან თავისი გუნდიდან ყველაზე
მაღალი შეფასება მიიღო: Sofascore – 7.2, Whoscored – 7.0, Flashscore – 6.8.
„ვალენსია“ 48 ქულით მე-9 ადგილზეა და ამ წაგებით ევროტურნირებზე გასვლის შანსი დაკარგა. მომდევნო ტურში, 19 მაისს, „ჟირონას“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings