in

მბაპე ზედიზედ მეხუთედ გახდა საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელი: პრეზიდენტი კილიანს ეჩხუბაო, მაგრამ პსჟ-მ უარყო

კილიან მბაპე ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს ზედიზედ მეხუთედ.

პსჟ-ს ფორვარდმა საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი პროფესიონალი ფეხბურთელების ეროვნული საბჭოსგან მიიღო (UNFP).

მბაპეს ეს პრიზი მოუგია 2019, 2021, 2022 და 2023 წლებში. 2020 წელს ჯილდო არ გადაუციათ კორონაპანდემიის გამო.

ფრანგმა ფორვარდმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. სამჯერ ეს ჯილდო ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის მიუციათ, ორჯერ – ედენ აზარითვის.

მბაპემ ლიგა 1-ის 29 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 7 ასისტი გააკეთა.

ამასობაში დაიწერა გასახდელში მომხდარ სკანდალზე.
პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი ნაწყენი დარჩა მას შემდეგ, რაც მბაპემ თანაგუნდელებთან, ფანებთან და კლუბის მომსახურე პერსონალთან გამოსამშვიდობებელი ვიდეო ჩაწერა და ის არ მოიხსენია.
თუ რატომ ამის გასარკვევად ჩავიდა პრეზიდენტი “ტულუზთან” მატჩის წინ პსჟ-ის გასახდელში. “ლე პარიზიენის” ჟურნალისტი წერს, რომ ისეთი ყვირილი ატყდა, “კედლებს ზანზარი გაჰქონდა”, რასაც შემდეგ ჩხუბიც მოჰყოლია…

პსჟ-მა უარყო მბაპესა და ალ-ხელაიფს შორის შეკამათება: „ფეიქ ნიუსები გულდასაწყვეტია. კილიანი და პრეზიდენტი რეგულარულად განიხილავდნენ წასვლის დეტალებს. ყველა შეხვედრა კონსტრუქციული იყო“.

UNFP-მა კი ჩემპიონატის 11 საუკეთესო ფეხბურთელიც გამოარჩია და სიმბოლური ნაკრები შეადგინა. 7 კაცი ჩემპიონ პსჟ-დანაა.

ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), მარკინიოსი (პსჟ), ლენი იორო („ლილი“), ბრადლე ლოკო („ბრესტი“), ვიტინია (პსჟ), უორენ ზაირ-ემერი (პსჟ), პიერ ლე-მელუ („ბრესტი“), უსმან დემბელე (პსჟ), კილიან მბაპე (პსჟ), პიერ-ემერიკ ობამეიანგი („მარსელი“).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პსჟ კვარაცხელიას ხელფასად 8 მილიონს აძლევს

მამარდაშვილი ლა ლიგის საუკეთესო მეკარეა