in

მამუკელაშვილი შესაძლოა ევროპაში გადმოვიდეს

თურქულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ფენერბაჰჩემ” მომავალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო და NBA-დან რამდენიმე მოთამაშის დამატებას ცდილობს.

როგორც Sports Digitale-ს თურქი ჟურნალისტი იაგიზ საბუნჩუოგლო იუწყება, ევროლიგის გუნდის სიაში “სან ანტონიო სპურსის” ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილიცაა.

თურქული გრანდი ევროლიგის ოთხთა ფინალშია და ნახევარფინალში ბერძნულ “პანათინაიკოსს” დაუპირისპირდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში კი “რეალისა” და “ოლიმპიაკოსს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.

24 წლის ქართველ მძიმე ფორვარდს მიმდინარე სეზონში გრეგ პოპოვიჩი ბევრ სათამაშო დროს არ აძლევდა. ბოლოს კი, ძირითად შემადგენლობაში ხშირად ხვდებოდა. მას რეგულარულის უკანასკნელ 8 მატჩში წუთები მნიშვნელოვნად გაეზარდა და ამ შეხვედრებში საშუალოდ 26 წუთში 11.4 ქულას, 9.9 მოხსნას და 2.1 პასს აგროვებდა.

სანდროს ტექსასურ გუნდთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ამერიკულ მედიაში ხშირად წერენ, რომ “სან ანტონიომ” მამუკელაშვილს კონტრაქტი უნდა გაუხანგრძლივოს. შეგახსენებთ, რომ სპურსმა რეგულარულ სეზონში დასავლეთში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ისტორიული ხელსახოცი, რომელმაც მესის კარიერაში დიდი როლი ითამაშა, აუქციონზე გაიყიდება

კვარაცხელიასგან შარშანდელი თამაშის მოთხოვნა აბსურდია