ოთარ კიტეიშვილმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა და დუბლი შეასრულა, მაგრამ გრაცის „შტურმა“ ლასკ-თან მატჩის მოგება და ჩემპიონობის გაფორმება ვერ შეძლო – 2:2.
„შტურმი“ კონკურენტ „ზალცბურგს“ 4 ქულით ასწრებდა და გამარჯვებით ჩემპიონობის ტიტულს გაიფორმებდა.
30-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა მასპინძლების მეკარის გადაცემა ჩაჭრა, თანაგუნდელისგან ბურთი დაიბრუნა და წონასწორობა აღადგინა.
შესვენების შემდეგ კიტეიშვილმა ზუსტი დარტყმით დუბლი შეასრულა და „შტურმი“ დააწინაურა.
ოთარის შეფასება ყველაზე მაღალია – 8,7.
„შტურმმა“ 41 ქულა დააგროვა და „ზალცბურგს“ 2 ქულით ასწრებს და ჩემპიონობის მოსაპოვებლად ბოლო ტურში შინ უმოტივაციო „კლაგენფურტი“ უნდა დაამარცხოს. ოღონდ ცუდი ის არის, რომ ამ შეხვედრაში კიტეიშვილი ვერ ითამაშებს, რადგან ყვითელი ბარათი მიიღო და თამაშს გამოტოვებს.
კიტეიშვილმა კი ბოლო ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა, სულ 28 მატჩში 9 გოლი დაუგროვდა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
GIPHY App Key not set. Please check settings