ლა ლიგის 35-ე ტურში „ვალენსიამ“ შინ „რაიო ვალეკანო“ ვერ დაამარცხა – 0:0.
მასპინძელთა კარში ისევ, წითელი ბარათის გამო დისკვალიფიკაცია მოხდილი გიორგი მამარდაშვილი ჩადგა და შესანიშნავადაც ითამაშა.
ჩვენიანმა რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია. სამ ეპიზოდში გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. ამ სეზონში გიორგიმ 13 მატჩში შეინახა კარი მშრალად. მისი თამაში ასე შეაფასეს: Sofascore – 7.3, Whoscored – 7.2, Flashscore – 6.6.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) სწორედ ქართველი მეკარე დაასახელეს.
მიმდინარე სეზონში გიორგი მატჩის გმირად მეოთხედ აღიარეს.
„ვალენსია“ 48 ქულით მე-8 ადგილზეა და 17 მაისს სან-სებასტიანში „სოსიედადს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings