in

იბრა და მილანი ახალი კონტრაქტის შესახებ ამ კვირაში შეხვდებიან

„მილანი“ 11 წლის შემდეგ გაჩემპიონდა. 40 წლის შვედმა ფორვარდმა 23 მატჩში 8 გოლი გაიტანა და გეხსომებათ, ვიდეო, რომელშიც იბრა მაგიდას აყირავებს შემდეგი სიტყვების ფონზე: „იტალია ეკუთვნის მილანს და არა პირიქით“.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი იმ ფეხბურთელთა ნუსხაშია, რომელთაც ასაკის მატება არც ადარდებთ და არც ეტყობათ. კარიერის დაისში იმყოფებაო ვერც ამას იტყვი, შეხედავ და თინეიჯერს გაგონებს, ოღონდ ერთი პრობლემაა: შვედს მუხლზე ოპერაცია აქვს გასაკეთებელი და დაახლოებით 7-8 თვეს იუქმებს. ამის საპირწონედ, იბრამ ხელფასის შემცირებაზე გამოთქვა მზაობა. ფაბრიციო რომანომ გვაუწყა, რომ ამ კვირაში დიდი შეხვედრა იგეგმება.

მოკლედ, ივნისის ბოლოს ზლატანი თავისუფალი კაცი ხდება (როდის არ იყო?). მიმდინარე კონტრაქტით იბრა სეზონში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ყველაზე ძვირფასიცაა მილანში. მის შემდეგ კაპიტანი რომანიოლი მოდის ლამის 50% იანი სხვაობით.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

IFFHS- მა ყველა დროის საბჭოთა კავშირის ნაკრები შეადგინა: ქართველებიც არიან

მბაპე მსოფლიოს ყველაზე მდიდარი სპორტსმენი იქნება