ქართველი ფეხბურთელები კვიპროსის ჩემპიონები გახდნენ.
კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო, 36-ე ტურში აპოელ-სა და აეკ-ის მატჩი 1:1 დასრულდა. ორივე ამ გუნდმა 73 ქულა დააგროვა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლების წყალობით – ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგი და ბურთების უკეთესი სხვაობა – აპოელ-მა გაასწრო და 29-ედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
ორივე ქართელი ძირითადში იყო, ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ქვილითაიამ კი 82-ე წუთამდე.
დვალმა ჩემპიონატის 27 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, ხოლო ქვილითიამ 29 მატჩში – 8 გოლი.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტადიონზე და ქალაქში აპოელ-ის გულშემატკივრებმა გამარჯვება ზეიმით აღნიშნეს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/05/436301057_982720953860356_5697212346628001310_n-1024x1024.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings