in

ლიგა 1-ის საუკეთესო თავდამსხმელით ატლეტიკო დაინტერესდა

ჟურნალისტი რობინ ბეირნერი თავის “ტვიტერზე” წერს, რომ “მეცის” ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის სამსახურით “ატლეტიკო” დაინტერესდა:

“ესპანური მედიის ცნობით, თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მადრიდის “ატლეტიკოს” სურს. მიქაუტაძეს ამსტერდამულ კლუბში საშინელი პერიოდი ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც “მეცში” იჯარის წესით დაბრუნდა, ალბათ, ლიგა 1-ის საუკეთესო ფორვარდი გახდა”.

მიქაუტაძემ ზედიზედ 5 მატჩში გაიტანა, მის ანგარიშზე “მეცში” დაბრუნების შემდეგ 10 გოლია, სულ კი მიმდინარე ტურნირზე 12-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. გიორგი “აიაქსთან” გრძელვადიანი კონტრაქტითაა დაკავშირებული, თუმცა, როგორც ჩანს, კარიერას ნიდერლანდურ გუნდში არ გააგრძელებს.

რობინ ბეირნერი საფეხბურთო მიმომხილველია, რომელიც 2006 წლიდან ძირითადად ფრანგულ და შოტლანდიურ ტრანსფერებზე ავრცელებს ინფორმაციებს, თანამშრომლობს Goal-თან, Guardian-თან, Athletic-თან, FootballTransfers-თან, BBC-თან და talkSPORT-თან. მან პირველმა გაავრცელა ინფორმაცია ლეო მესის “ბარსელონადან” პსჟ-ში გადასვლაზე, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა კილიან მბაპეს და მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე მუშაობდა. ის ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთ წამყვან ინგლისურენოვან ექსპერტად ითვლება.

sportall.ge

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბედის ნებიერი: ბაიერის ბოლო წამების ჯადოსნობა გრძელდება – ფინალისტები გაირკვნენ

ხვიჩა პსჟ-ს უნდა და დაელაპარაკნენ კიდეც: ნაპოლი დიდ ფასს ადებს და ესეც სალაპარაკოა