„ბარსელონასთან“ გაძევების გამო გიორგი მამარდაშვილი დისკვალიფიცირებული იყო, მისმა შემცვლელმა ხაუმე დომენეკმა კი „ალავესთან“ ტრავმა მიიღო და, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე გაუცდება. ვალენსიელები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან სეზონის ბოლოს მამარდაშვილი, შესაძლოა, „ნიუკასლში“ გადავიდეს, – ინფორმაციას Football Espana ავრცელებს.
„გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიის“ ძირითად შემადგენლობაში მყარად მოიკიდა ფეხი, ხოლო მისმა შემცვლელმა დომენეკმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ლა ლიგაში პირველად ითამაშა და 34-ე წუთზე ტრავმის გამო იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. „ვალენსიამ“ დაადასტურა, რომ დომენეკს მყესი დაუზიანდა, ოპერაცია სჭირდება და 33 წლის მეკარე, სავარაუდოდ, მომდევნო 4-5 თვე ვერ ითამაშებს. ეს ხაუმესთვის დიდი დარტყმაა. „ვალენსიას“ სათადარიგოთა სკამზე სეზონის ბოლომდე მესამე მეკარე, კრიშტიან რივერო ეყოლება, რომელსაც ზაფხულში კონტრაქტი ეწურება და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კლუბმა, შესაძლოა, მისი გახანგრძლივება შესთავაზოს. მით უმეტეს, რომ მამარდაშვილის დამატება „ნიუკასლს“ სურს“, – წერს Football Espana.
პარალელურად, გამოცემა sportsbyte.sunderland-მა ახალ სეზონში „ნიუკასლის“ სავარაუდო შემადგენლობა გამოაქვეყნა, სადაც კარში ადგილი საქართველოს ნაკრების მეკარეს მიუჩინა.
„ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის დროს „ნიუკასლის“ მენეჯერი ედი ჰოუ გუნდის გაძლიერებას და ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშის შენარჩუნებას აპირებს. „ნიუკასლი“ პრემიერლიგაში მე-6 ადგილზეა და ევროტურნირზე მოხვედრის რეალური პერსპექტივა აქვს. ეს შემადგენლობის შერჩევაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს“.
აი, რას წერს გამოცემა მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერზე:
„პირველი ნომერი გიორგი მამარდაშვილი გახდება – „ვალენსიის“ ქართველი მეკარით „ნიუკასლი“ 2023/24 წლების სეზონიდან ინტერესდება. გიორგი ლა ლიგაში თამაშობს და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მეკარედ მიიჩნევა. მამარდაშვილმა დაახლხოებით 90 მატჩი ითამაშა და კარი „მშრალად“ 30-ჯერ შეინახა. ქართველი მეკარე შეიძლება კარგი ვარიანტი იყოს „ნიუკასლისთვის“, – ამტკიცებს sportsbyte.sunderland-ი.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings