in ,

ქინქლაძე იმ ვარსკვლავებშია, რომლებსაც არასდროს უთამაშიათ ევროპის ჩემპიონატზე

ბრიტანული ჟურნალი FourFourTwo ათასგვარ რეიტინგებს ადგენს. ახლა კი ის დიდი ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატზე არასდროს უთამაშიათ. ეს ისედაც საინტერესოა, მაგრამ ჩვენთვის კიდევ უფრო მეტად იმის გამო, რომ აქ ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა – გიორგი ქინქლაძე.

გამოცემა აღნიშნავს, რომ წლევანდელი ევრო 2024-იც ჩაივლის დიდი ფეხბურთელების გარეშე და პირველ რიგში რასაკვირველია ერლინგ ჰოლანდს ასახელებს თანაგუნდელ მარტინ ოდეგორთან, ასევე შვედ ალექსანდრ ისაკთან და დეიან კულუსევსკისთან ერთად.

12 ვარსკვლავი, რომლებსაც არასდროს უთამაშიათ ევროპის ჩემპიონატზე:

  1. ალფრედო დი სტეფანო (ესპანეთი)
  2. ჯორჯ ბესტი (ჩრდილოეთ ირლანდია)
  3. ეუსებიო (პორტუგალია)
  4. ჯონ ჩარლზი (უელსი)
  5. პაოლო როსი (იტალია)
  6. კენი დალგლიში (შოტლანდია)
  7. ზბიგნევ ბონეკი (პოლონეთი)
  8. დავიდ ჟინოლა (საფრანგეთი)
  9. ჯონი ჯაილსი (ირლანდია)
  10. იარი ლიტმანენი (ფინეთი)
  11. გიორგი ქინქლაძე (საქართველო)
  12. მეტიუ ლ ტისიე (ინგლისი)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუნდესლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრები: ნახევარი გუნდი ლევერკუზენია

ბურჯანაძის 14 ქულა, გამარჯვება და 1 მოგება უმაღლეს ლიგამდე