ბუნდესლიგის დასრულებამდე ორი ტური რჩება. რა ხანია გარკვეულია ჩემპიონი და ეს მარადმწვანე „ბაიერნი“ არ არის. ის წაუგებელმა ლევერკუზენის „ბაიერმა“ ჩაანაცვლა, რომელიც ყველა ტურნირზე უკვე 48 მატჩია არ აგებს. გერმანიის ჯერაც მიმდინარე პირველობაზე კი 26 თამაში მოიგო და 6 ფრედ დაასრულა.
ბუნდესლიგის ოფიციალურმა გვერდმა კი სეზონი უკვე შეაჯამა და 2023/24 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს კლუბების წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა და გულშემატკივრებმა.
ბუნდესლიგის სეზონის ნაკრების ნახევარი ჩემპიონი გუნდის ფეხბურთელებმა შეადგინეს:
მეკარე: გრეგორ კობელი (დორტმუნდი);
მცველები: ჯერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი), ჯონათან ტა (ლევერკუზენი), ვალდემარ ანტონი (შტუტგარტი), ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი);
ნახევარმცველები: ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), გრანიტ ჯაკა (ლევერკუზენი), ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი);
ფორვარდები: სერუ გირასი (შტუტგარტი), ჰარი კეინი (ბაიერნი), ვიქტორ ბონიფასე (ლევერკუზენი).
GIPHY App Key not set. Please check settings