in

ბითაძის ორლანდომ მეშვიდე მატჩი წააგო და გავარდა: გოგა არ ათამაშეს

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ის სეზონი დაასრულა: გუნდმა „კლივლენდ კავალიერსთან“ აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის პირველი ეტაპის მეშვიდე შეხვედრა დათმო და ტურნირს დაემშვიდობა – 94:106.

„ორლანდოსა“ და „კლივლენდს“ შორის სერიაში ანგარიში 3:3 იყო, ხოლო გადამწყვეტი შეხვედრა „კავალიერსმა“ მოიგო.

ქართველ კალათბურთელს თამაშის საშუალება არ მიეცა, სერიის მანძილზე კი მან მხოლოდ 10 წუთი ითამაშა.

NBA-ში პლეი-ოფის პირველი ეტაპი დასრულდა, კონფერენციის ნახევარფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

„ბოსტონი“ – „კლივლენდი“
„ნიუ იორკი“ – „ინდიანა“
„ოკლაჰომა“ – „დალასი“
„დენვერი“ – „მინესოტა“

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილს ატლეტიკო დაუკავშირდა

ვიდეო: მესის 5 ასისტი ერთ ტაიმში – ლეო ახალ რეკორდებს ამყარებს