in

შენგელიას 15 ქულა: ვირტუსმა რეგულარული პირველ ადგილზე დაასრულა

იტალიის სერია A-ს რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. 16-გუნდიან ლიგაში 30 ტური ითამაშეს, საიდანაც თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ 22 მოიგო და ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულა. ეს ნიშნავს, რომ პლეი ოფში ბოლონიელებს ყველა მეტოქესთან მოედნის უპირატესობა ექნებათ.

ბოლო ტურში ვირტუსმა ტრენტოს უმასპინძლა და 108:61 გაანადგურა. თორნიკე შენგელია მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რომელმაც 17 წუთში 15 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი მიითვალა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შედეგიანობით ქართველ კალათბურთელს მხოლოდ თანაგუნდელმა მარკო ბელინელიმ აჯობა, რომელმაც 20 ქულა შესძინა თავის გუნდს.

ვირტუს ბოლონია მეოთხედფინალში მერვეადგილოსან ტორტონას დაუპირისპირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინმა ნეკნი გაიბზარა და ცოტა ხანი ვერ ითამაშებს

მენოტი გარდაიცვალა