in

რეალმა მიუნხენიდან ფრე წამოიღო, ბაიერნი კმაყოფილი არ არის

ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალი „ბაიერნსა“ და „რეალს“ შორის ფრედ დასრულდა – 2:2. პრინციპში ლოგიკურია და ისედაც ცხადი იყო, ასეთი გუნდების დაპირისპირებაში ყველაფერი მეორე შეხვედრაში გადაწყდებოდა.

მასპინძლებმა უპირატესობით დაიწყეს და მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ გოლი მადრიდელებმა გაიტანეს და პირველ ტაიმში მიუნხენელებმა ვერაფერი მოახერხეს. ამ გოლში აუცილებლად უნდა აღინიშნოს კროოსის აბსოლუტურად უზადო, დიდებული პასი.
სამაგიეროდ მეორე ტაიმი გიჟურად დაიწყეს და დაუფასდათ – 4 წუთში ორი გოლი გაიტანეს. თუმცა “რეალი“ რისი „რეალია“ საჭირო დროს რომ არ გაიტანოს და მადრიდში კომფორტული ანგარიშით დაბრუნდა.

საპასუხო შეხვედრა 8 მაისს გაიმართება „ბერნაბეუზე“.

ბაიერნი – რეალი 2:2
გოლები: 0:1 ვინისიუსი (24. კროოსის პასით), 1:1 სანე (53. ლაიმერის პასით), 2:1 კეინი (56-პენ), 2:2 ვინისიუსი (83-პენ)

ბაიერნი: ნოიერი – კიმიხი, დაიერი, კიმი, მაზრაუი – ლაიმერი, გორეტცკა (46. გერეირო) – სანე (87. დევისი), მიულერი (80. გნაბრი), მუსიალა – კეინი

რეალი: ლუნინი – ვასკესი, ნაჩო ფერნანდესი (65. კამავინგა), რიუდიგერი, ფ. მენდი – ვალვერდე, ჩუამენი, კროოსი (75. ბრაჰიმ დიასი) – ბელინგემი (75. მოდრიჩი) – როდრიგო (87. ხოსელუ), ვინისიუსი

“რეალი” ბოლო 19 მატჩში დაუმარცხებელია – 13 მოგება და 6 ფრე.

კეინმა „ბაიერნში“ ყველა ტურნირზე 43 შეხვედრაში 43 გოლი გაიტანა.

“რეალი” არ დამარცხებულა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 10 მატჩში (7 მოგება, 3 ფრე), რაც მხოლოდ მიმდინარე სეზონს მოიცავს. ერთ კონკრეტული ტურნირის ფარგლებში უფრო გრძელი წაუგებელი სერია “რეალს” 2016/17 წლების სეზონში ჰქონდა – 11 მატჩი.

ვინისიუსის ანგარიშზე ბოლო სამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 31 საგოლე მოქმედებაა (16 გოლი და 15 საგოლე პასი), რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

ვინისიუსმა ყველა ტურნირის ჩათვლით, 13-ჯერ მოახერხა ერთ მატჩში 2 (და მეტი) გოლის გატანა, აქედან 5 – მიმდინარე სეზონზე მოდის, ხოლო ამ 5-დან 4 – ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში.

კარლო ანჩელოტი, როგორც მწვრთნელი (“მილანი”, “რეალი”), არასოდეს დამარცხებულა “ბაიერნთან” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში – 6 მოგება, 3 ფრე.

ტომას მიულერმა ჩემპიონთა ლიგაში 150-ე მატჩი ჩაატარა და გახდა მესამე ფეხბურთელი, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. ამდენივე მატჩი ჩაატარა იკერ კასილიასმა (“რეალი”), ხოლო ჩავი ერნანდესმა (“ბარსელონა”) – ერთით მეტი.

ჯუდ ბელინგემმა (“რეალი”) ჩემპიონთა ლიგაში 32-ე მატჩი ჩაატარა და გახდა მეორე ფეხბურთელი, ვინც ეს 21-წლამდე მოახერხა. მხოლოდ სესკ ფაბრეგასს (34) აქვს უკეთესი მაჩვენებელი.

ტომას ტუხელი: „უცნაური შეგრძნებებია. „რეალმა“ ორი მომენტი ორ გოლად აქცია. „ბაიერნს“ მესამეც უნდა გაეტანა“.

კარლო ანჩელოტი: „ბაიერნი“ საუკეთესოდ წარდგა, „რეალი“ – არა. მაგრამ კარგ მდგომარეობაში ვართ და უნდა ვეცადოთ, რომ ლონდონში მოვხვდეთ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საფრანგეთის ისტორიაში საუკეთესო შემტევი ანრია

მიქაუტაძის გოლები შეუმჩნეველი არ დარჩენილა, იუვენტუსი ამიტომ დაინტერესდა