in

განხეთქილება კანადის საფეხბურთო ოჯახში: ფეხბურთელებს მეტი უნდათ, ფედერაცია უარზეა

დიეგო მარადონას ბრწყინვალება 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გეხსომებათ. ეს ჩემპონატი გამორჩეული იმ მხრივაც იყო, რომ კანადის ეროვნულმა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველად უწია მუნდიალის ფინალურ ეტაპს.

ახლახან კანადელებმა მეორედაც მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, მაგრამ ნათქვამია დიდ ზეიმს დიდი განსაცდელი ახლავს თანო და ეს შემთხვევა ტიპური მაგალითია. მოკლედ, კანადის განვლილი გზით თავს არ შეგაწყენთ, პირდაპირ მნიშნელოვანზე გადავიდეთ.

თითოეული ქვეყანა მუნდიალზე მონაწილეობისათვის იღებს ფულად პრიზს, რომელსაც ფედერაცია ანაწილებს სურვილისამებრ. კანადაში ასეთი წესია: საპრიზო ფონდი თანაბრად ნაწილდება ქალთა და მამაკაცთა ნაკრებზე (იგულისხმება ფეხბურთელები, მწვრთნელები და პერსონალის სხვა წევრები). მოთამაშეებმა აღმოაჩინეს, რომ ფედერაცია მხოლოდ 10%-ის გადახდას გეგმავდა, რაც ჯამურად 10 მილიონს უახლოვდება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს თანხმა ქალთა გუნდს უნდა გაუნაწილდეს, პლუს პერსონალი და ისე გამოდის, რომ მოთამაშეებს სიმბოლური პრიზი მიეცემათ.

ამის საპასუხოდ, მოთამაშეები გაიფიცნენ, ვარჯიშზე უარი თქვეს და გუშინდელი ამხანაგური მატჩი პანამასთან ჩაიშალა. ამის გამო, მათ გულშემატკივარს მოუბოდიშეს, თუმცა ვითარება ისევ მძიმეა.
კანადის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გააკეთა:
„მათ თანხის 75-100% სურდათ, რაც წარმოუდგენელია“.

ფედერაციის პრეზიდენტმა ნიკ ბონტისმა კი მამაკაცებს თანასწორობა შეახსენა და ტრადიციები გამოამზეურა. აქვე ისიც ითქვა, რომ ფედერაცია 60%-ის ორ ნაკრებზე განაწილებას და 40%-ის კი სხვადასხვა მიმართულებით ინვესტირებას გეგმავს. მამაკაცი ფეხბურთელები უკმაყოფილო არიან მსოფლიო ჩემპიონატის მოსაწვევთა გამოც. მათი ოჯახის წევრებს, მხოლოდ 2 მოსაწვევი გადაეცათ ყატარში გასამგზავრებლად.

მოკლედ, უნდა ზეიმბოდნენ, მაგრამ გამზადებული წვეულება ჩაიშალა. უახლოეს მომავალში გაირკვევა, ჯერ არმიღებული საპრიზო ფონდის ბედი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მანჩესტერი ტოპ კლუბი არ არის: რას იზამს ფრენკი

სალაჰს არნახული კონტრაქტი შესთავაზეს!