in

ხვიჩა ბარსელონას უნდა, ხვიჩასაც უნდა ბარსელონა: რას იტყვის ნაპოლი

„ბარსელონა“ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს გამოხატავს.

ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლში აპირებს ჩასვლას, რათა „ნაპოლის“ პრეზიდენტს ახალ კონტრაქტზე დაელაპარაკოს. გარდა ამისა, დიდია იმის ალბათობა, რომ კლუბს ფეხბურთელის ტრანსფერი შეთავაზონ.

როგორც ამბობენ, „ნაპოლი“ მზადაა ხვიჩას ხელფასი წლიურ 4 მილიონამდე გაუზარდოს.

ქართველი ფეხბურთელის ესპანეთში გადაბარგების შანსი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ჩავიმ გამოაცხადა, რომ გადაიფიქრა და „ბარსას“ მწვრთნელად დარჩენა გადაწყვიტა.

ის, რომ ჩავის კვარაცხელია მოსწონს, ამას ესპანური პრესაც ადასტურებს. მეტიც, მისი დარჩენის პირობა შემადგენლობის გაძლიერება და პირველ რიგში სწორედ ჩვენიანის გადაბირებაა.

„ბარსას“ ასევე სურს ცენტრალური ნახევარმცველი და ბერნარდო სილვა, ხოლო კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია მეტოქეებს მარცხენა ფლანგიდან დიდი საფრთხეები შეუქმნას.

როგორც იწერება, თავად კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ ახალი ხელშეკრულება აღარ სურს და „ბარსელონაში“ წასვლის პერსპექტივა მოსწონს.

ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2027 წლამდეა ძალაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპაზე გასვლამ საქართველო კომპლექსებისგან გაათავისუფლა: ვილი სანიოლმა საქართველოზე ისაუბრა

მიქაუტაძემ ისევ გაიტანა, მაგრამ მეცმა მაინც წააგო