in

ევროპაზე გასვლამ საქართველო კომპლექსებისგან გაათავისუფლა: ვილი სანიოლმა საქართველოზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი ერთ-ერთი ტელეარხის გადაცემაში ჩაერთო. ფრანგმა სპეციალისტმა ისაუბრა საქართველოზე, რომ ჩვენთან წელიწადში შვიდ თვეს ატარებს, ისაუბრა ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებზე და დისციპლინაზე, ასევე ცხადია შეეხო დამდეგ ევროპის ჩემპიონატს და საფრანგეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები – ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე შეაქო:

„დავითაშვილის ბოლო მატჩებს ვუყურე, „დიუნკერკთან“ სტადიონზეც ვიყავი და მისი ლამაზი გოლიც ვნახე. ის კარგი ფეხბურთელია. საქართველოში სხვა შესანიშნავი მოთამაშეებიც არიან. ჩემი აზრით, ევრო 2024-ზე გასვლა მათ კომპლექსებისგან განთავისუფლების საშუალებას მისცემს. ისინი აღარ მიიჩნევიან იმ გუნდის წევრებად, რომელსაც დიდ ტურნირზე არასოდეს უთამაშიათ და სულ აგებდნენ. ვფიქრობ, ეს ბევრზე დადებითად იმოქმედებს.

ზურიკო უფრო შედეგიანი გახდა და პროგრესირებს, თავისუფლად მოქმედებს, თავდახრილი აღარ თამაშობს, გაცილებით ეფექტური გახდა. „ბორდო“ რომ გავარდნას გადაურჩა, მისი დამსახურებაცაა.

მიქაუტაძე ნიჭიერია, ცოტა გვიან გაიხსნა. ბავშვობაში „ლიონის“ აკადემიაში საკმარისად არ ვარჯიშობდა, თუმცა გააცნობიერა, რომ წარმატების მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო. „აიაქსში“ მისი ტრანსფერი წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ ამან კიდევ უფრო გაზარდა. „მეცში“ დაბრუნების შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის გადატვირთვის პროცესშია“.

ვილი სანიოლმა ასევე აღნიშნა, რომ მას გუნდში ჰყავს ისეთი მეკარე, როგორიც მამარდაშვილია, შემტევი ხვიჩა კვარაცხელია და რომ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ტურისტად არ მიდის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კონტე გადაწყვეტილიაო: ნაპოლი ახალ მწვრთნელს სამ წელიწადზე შეუთანხმდა

ხვიჩა ბარსელონას უნდა, ხვიჩასაც უნდა ბარსელონა: რას იტყვის ნაპოლი