in

ვალენსია მამარდაშვილში რეალურ თანხას ითხოვს

საკლუბო და სანაკრებო დონეზე წარმატებული თამაშების შემდეგ „ვალენსიამ“ გიორგი მამარდაშვილის თაობაზე ბევრი წინადადება მიიღო და კლუბმა მის ტრანსფერს რეალური ფასი დაადო, რაც მაინც სოლიდური შემოსავალს მოუტანს, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

„აქამდე ცნობილი იყო, რომ „ვალენსია“ მეკარე გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერში კონტრაქტში ჩაწერილი 100 მილიონი ევროს გადახდა ითხოვდა, მაგრამ სატრანსფერო „ფანჯრის“ გახსნამდე „ღამურებს“ მადა შეუმცირდათ.

ერთი წლის წინ ქართველ მეკარეში 25 მილიონი ევროს გაცემაც კი არავინ ისურვა, მაგრამ 23 წლის მეკარის თავდაჯერებულმა თამაშმა საკლუბო დონეზე და საქართველოს ნაკრებში (რომელმაც სენსაცია მოახდინა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა) მას რეალური ფასი დაადო.

დაინტერესების ზრდის საფუძველზე, „ვალენსიამ“ მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი რეალობას მიუახლოვა და უკვე 35 მილიონ ევროდ შეაფასა. ეს გუნდს ქართველის ტრანსფერზე რეალური მოლაპარაკების დაწყების საშუალებას მისცემს. ფაქტობრივად, ეს იქნება ქვედა ზღვარი, რომლითაც ესპანური კლუბი დაიწყებს მოლაპარაკებებს „ქართველის“ პოტენციურ მყიდველებთან, რომელთა შორისაც ადრე ლონდონის „ჩელსი“ დასახელდა. თუ მეკარის საფასურად კარგ შეთავაზებას მიიღებს, „ვალენსია“ მას უპრობლემოდ გაუშვებს“, – წერს პოპულარული ესპანური გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვარ თუ არა საქართველოს გმირი? მე უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე…

ფეხბურთში პირველი ნაბიჯები ქუჩაში გადავდგი და ეს შესამჩნევია: როცა იქ ხარ, სადაც მარადონა თამაშობდა