ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად კიდევ ერთხელ დაასახელეს, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი და ლიდერი „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა მარტის თვის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ (MVP) გუნდის ოფიციალურ აპლიკაციაში მიმდინარე გამოკითხვის შედეგად დაასახელეს.
„ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა მარტის ყველაზე ძვირფას ფეხბურთელად აღიარეს. ის გულშემატკივრებმა ოფიციალურ აპლიკაციაში ხმის მიცემის შედეგად აირჩიეს.
მარტში კვარა იყო „ნაპოლის“ ლამაზი სპექტაკლების მთავარი გმირი, რომელმაც კვლავ მიიღო აღიარება თავისი გენიალური სვლებისთვის. ნომერი 77 არის გუნდის პირველი მოთამაშე, რომელმაც ამ სეზონში ზედიზედ ორი თვის განმავლობაში MVP-ის ტიტული მოიპოვა! ვულოცავთ კვარას ყველაზე ღირებულ მოთამაშედ აღიარებას“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings