გიორგი მამარდაშვილი ესპანეთში საუკეთესო სეზონს ატარებს. ცალკე აღნიშვნის თემაა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარის ბრწყინვალე თამაში თბილისში, “დინამო არენაზე”, საბერძნეთთან ევრო 2024-ის ფლეი-ოფის ფინალურ მატჩში, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა კონტინენტის საფეხბურთო ფორუმის საგზურის მოპოვებაში…
ბოლო რამდენიმე კვირაა, 23 წლის მეკარეს აქტიურად სხვადასხვა ევროპულ გრანდს. უკავშირებენ. თურქი საფეხბურთო ჟურნალისტი და პოპულარული გამოცემების (ESPN, Goal ,TNT Sports, World Soccer Digest) ექსპერტი ექრემ ქონური ამბობს, რომ “ნიუკასლის” მწვრთნელი ედი ჰაუ მეკარეს ეძებს და ამ პოზიციაზე გიორგი მამარდაშვილსა და “არსენალის” აწ უკვე მეორე მეკარეს, აარონ რამსდეილს უმიზნებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მამარდაშვილს მოიაზრებენ “მილანში” და მაიკ მენიანის შემცვლელადაც. თუ 28 წლის ფრანგი მეკარე “მილანთან” კონტრაქტს არ გააგრძელებს, მას ქართველი ჩაანაცვლებსო, – ამის შესახებაც წერენ იტალიურ და ესპანურ პრესაში.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მამარდაშვილს უკვე 10 “მშრალი” მატჩი დაუგროვდა. მისი სატრანსფერო ფასი ბოლო მონაცემებით 35 მილიონი ევროა და ევროპის TOP 7 მეკარეს შორის სახელდება.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings